loader

"პასადობლე" და "ფლამენკო" ყინულზე - ეს ფრანგი წყვილი შეუდარებელია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პასადობლე" და "ფლამენკო" ყინულზე - ეს ფრანგი წყვილი შეუდარებელია!

28 იანვარს ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც სტოკჰოლმში იმართება. პირველ დღეს ყინულზე მამაკაცებმა და წყვილებმა იასპარეზეს. ცეკვებში მოკლე პროგრამით პირველი ადგილი ფრანგმა წყვილმა - გაბრიელ პაპადაკისმა და გიიმო ციცერონმა დაიკავეს. მათმა "ფლამენკომ" და "პასადობლემ" ჟიურისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა და 71.06 ქულით ლიდერთა სათავეში მოექცნენ. მეორე ადგილზე რუსები - ელენა ილინიხი და რუსლან ჟიგანშინი არიან 69.94 ქულით, ხოლო მესამეზე იტალიელები - ანა კაპელინი და ლუკა ლანოტე 69.63 ქულით.

რაც შეეხება საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს, მან მოკლე პროგრამაში 40.20 ქულა დაიმსახურა და ჯამში, 27-ე ადგილი დაიკავა.