loader

სერენა უილიამსის მე-19 ტიტული - ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში მარია შარაპოვას სძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერენა უილიამსის მე-19 ტიტული - ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში მარია შარაპოვას სძლია

30 იანვარს ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა (1) ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი მარია შარაპოვა (2) ორ სეტში - 6:3, 7:6 (7:5), საათსა და 51 წუთში დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ეს 33 წლის ამერიკელი ჩოგბურთელისთვის "დიდი სლემის" სერიის შეჯიბრებებზე კარიერაში მოგებული მე-19 ტიტულია, მეექვსე - უშაუალოდ ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამ მაჩვენებლით უილიმსი მეორეა გერმანელი შტეფი გრაფის შემდეგ, ვინც ყველაზე პრესტიჟულ სერიაში 22 გამარჯვებით იწონებს თავს.

აღსანიშნავია, რომ უმცროსმა უილიამსმა შარაპოვასთან ურთიერშეხვედრებში გამარჯვებათა სერია 16 მატჩამდე გაზარდა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაჟთა შორის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ხორვატი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარეი დაუპირისპირდებიან, კვირას, 1-ელ თებერვალს გაიმართება.