loader

გუდაური, თოვლი და ნამდვილი "ჯიპი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუდაური, თოვლი და ნამდვილი "ჯიპი"

Auto Bild Georgia-ს ორგანიზებით, გრძელდება კონკურსი "ოქროს საჭე", რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს.

ამჯერად, კონკურსის - "ოქროს საჭეს" ფარგლებში, "ჯიპის" მხარდასაჭერი ღონისძიება 7 თებერვალს გუდაურში ჩატარდა. "ჯიპის ცენტრმა" ტესტ-დრაივზე წარადგინა უახლესი Grand Cherokee-ის Overland ვერსია, 3.0 დიზელის ახალი ტექნოლოგიის ეკონომიური ძრავით და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას - "ოქროს საჭე 2014"-ს, საავტომობილო ჟურნალი "აუტობილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით მართავს. საუკეთესო ავტომობილები ექვს კლასში არის გადანაწილებული. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებგვერდზე autobild.ge მიმდინარეობს. გრანდიოზული გალა-დაჯილდოება იანვრის თვეში გაიმართება.