ბექჰემმა, როგორც იქნა, ჩაიცვა...
დევიდ ბექჰემმა, რომლის შიშვლად ნახვასაც მისი გულშემატკივრები უკვე მიეჩვივნენ ბრენდ H&M-ის საცვლების რეკლამაში, ახალ კამპანიაში ჩაცმა გადაწყვიტა. ლეგენდარული ფეხბურთელი არა მხოლოდ რეკლამაში მოგვევლინა, არამედ მამაკაცის ახალი კოლექციის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.