loader

ქართველი მორაგბეების რუსეთთან გამარჯვების ყველაზე ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მორაგბეების რუსეთთან გამარჯვების ყველაზე ემოციური კადრები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 33:0 დაამარცხა. მატჩი "ევროპის ჩემპიონატის" ეგიდით გაიმართა. პირველი ტაიმი საქართველომ 6:0 მოიგო, მეორეში კი – მეტოქე 27:0 დაამარცხა. 4 საჯარიმო და 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, ხოლო ლელოები დავით კაჭარავამ, ზურაბ ჟვანიამ და კარლენ ასეშვილმა დადეს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ტრიბუნები გულშემატკივრებმა მთლიანად გაავსეს. დღევანდელ მატჩში გააცილეს ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ულოცავდა ”ბორჯღალოსნებს”. თავად მორაგბეებმა კი მათ მიმართ პატივისცემა სტადიონზე საპატიო წრით და ტაშით გამოხატეს. რუსი სპორტსმენები მასპინძლებმა დერეფანში გაატარეს.

იხილეთ ასევე: საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

ქართულ-რუსული სარაგბო შერკინება: პირველი ტაიმის ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

ქართველი გულშემატკივრები საქართველო-რუსეთის სარაგბო ნაკრებების მატჩზე