loader

რუსი მოციგურავის ისტორიული ნახტომი და კომენტატორის აღფრთოვანებული შეძახილი - 18 წლის სპორტსმენმა საოცრება მოახდინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი მოციგურავის ისტორიული ნახტომი და კომენტატორის აღფრთოვანებული შეძახილი - 18 წლის სპორტსმენმა საოცრება მოახდინა

შანხაიში მიმდინარე ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე, 26 მარტს მოკლე პროგრამით ყინულზე გოგონები გამოვიდნენ. საოცრება მოახდინა 18 წლის რუსმა მოციგურავემ და წლევანდელმა ევროპის ჩემპიონმა ელიზავეტა ტუკტამიშევამ, რომელმაც ქალებისთვის ყველაზე რთული ელემენტი, სამმაგი აქსელი შეასრულა. ის მსოფლიოში მეხუთე თუ მეექვსე მოციგურავეა, რომელმაც გარისკა და ეს რთული ნახტომი გააკეთა. შედეგად, ელიზავეტა 77.62 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მას სულ ცოტა დააკლდა, გაეუმჯობესებინა მსოფლიო რეკორდი, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელმა მოციგურავე მაო ასადამ დაამყარა 78.66 ქულით. მეორე ადგილზე ასევე რუსი მოციგურავე ელენა რადიონოვაა 69.51 ქულით, ხოლო მესამეზე - იაპონელი სატოკო მიაჰარა 67.02 ქულით. რაც შეეხება ქართველ მოციგურავე ელენე გედევანიშვილს, ის 52.11 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.