loader

ელენე გედევანიშვილის დრამატული "კარმენი" - მოციგურავეს დაცემისას ხელიდან სისხლი წამოუვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილის დრამატული "კარმენი" - მოციგურავეს დაცემისას ხელიდან სისხლი წამოუვიდა

შანხაიში ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 28 მარტს ქალებს შორის მედლების მორიგი კომპლექტი გაათამაშეს. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ისრიალა ელენე გედევანიშვილმა. მან ბევრი ელემენტის შესრულებისას შეცდომა დაუშვა და ერთ-ერთი ნახტომის დროს ძირს დავარდნისას ხელიც დაიზიანა და სისხლი წამოუვიდა.

ელენემ საბოლოოდ 132.25 ქულა დაიმსახურა და 22-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონს, ის წლევანდელი ევროპის ჩემპიონი, 18 წლის ელიზავეტა ტუკტამიშევა გახდა, 210.36 ქულით. მეორეზე იაპონელი სატოკო მიაჰარა გავიდა 193.60 ქულით, ხოლო მესამეზე რუსი ელენა რადიონოვა 191.47 ქულით.

ასევე იხილეთ: ელენე გედევანიშვილმა, დაცემის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ისრიალა