loader

ორი ბეისჯამპერი იმ ხიდიდან გადახტა, რომელმაც 1 წლის წინ ლამის მათი სიცოცხლე შეიწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი ბეისჯამპერი იმ ხიდიდან გადახტა, რომელმაც 1 წლის წინ ლამის მათი სიცოცხლე შეიწირა

ორი ბეისჯამპერი, რომლებმაც გასულ წელს, 155 მეტრი სიმაღლიდან გადმოხტომისას ზურგი დაიზიანეს, გამოჯანმრთელდა და გადაწყვიტა, შიში დაეძლია და კვლავ დაელაშქრა სიმაღლეები.

23 წლის ოსტინ კერი და 25 წლის ჯეი რეივი აიდაჰოში პერინის ხიდიდან გადახტომის შედეგად ნაპირზე დაეცნენ მას შემდეგ, რაც მათი პარაშუტები ერთმანეთში გაიხლართა. ეს ყველაფერი თვითმხილველებმა მობილურით გადაიღეს. ორივე ახალგაზრდამ მრავლობითი დაზიანება მიიღო, ოსტინი კი გააფრთხილეს, რომ შეიძლება მას ვერასდროს გაევლო. მაგრამ 1 წლის შემდეგ, ინტენსიური თერაპიის შედეგად, ორივე დაუბრუნდა იმ სპორტს, რომელიც ასე ძალიან უყვართ. ოსტინმა და ჯეიმ გადაწყვიტეს, არ დანებებოდნენ შიშს და კვლავ იმ ხიდიდან გადახტნენ, რომელმაც 1 წლის წინ მათი სიცოცხლე ლამის შეიწირა.