loader

ათენში ოლიმპიური ცეცხლი აინთო და საქართველოს გადაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათენში ოლიმპიური ცეცხლი აინთო და საქართველოს გადაეცა

საბერძნეთში, ათენში ოლიმპიური ცეცხლი აინთო და საქართველოს გადაეცა. მანამდე კი "პანათინაიკოსის" სტადიონზე ცეცხლის ანთების ბერძნული რიტუალი გაიმართა.

ცეცხლი პირველ მეჩირაღდნეს, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულს ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. სპორტსმენმა ცეცხლი მეორე ქართველ მეჩირაღდნეს - მარიამ ბოლქვაძეს გადასცა. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში სპეციალური რეისით დღეს, 20:00 საათზე ჩამოვა.

ცეცხლი 67 მუნიციპალიტეტს მოივლის საქართველოს მასშტაბით. ცეცხლი ჩამოვა თბილისშიც და ახალგაზრდული ოლიმპიადის დასრულებამდე ენთება.