loader

მეკარემ წყურვილის გამო ბურთი გაუშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეკარემ წყურვილის გამო ბურთი გაუშვა

ერთ-ერთი ჩინური გუნდის მეკარემ სუი ვეიჯიმ საკუთარ კარში გოლი გაუშვა იმის გამო, რომ ხელში წყლის ბოთლი ეჭირა. სპორტსმენი კარიდან წყლის დასალევად მაშინ გავიდა, როდესაც საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და ფეხბურთელები კედელში დგებოდნენ. ამ დროს მოწინააღმდეგემ კარში დაარტყა, გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდის ხელმძღვანელობამ სპორტსმენს ჯარიმის სახით 8 000 დოლარის გადახდა დააკისრა. განიხილება მეკარის კლუბიდან გარიცხვის საკითხიც.