loader

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" "ბარსელონამ" 3:1 აჯობა ტურინის "იუვენტუსს" და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა.

მე-4 წუთზე ანდრეს ინიესტას პასით ანგარიში ივან რაკიტიჩმა გახსნა და ტაიმი "ბარსამ" 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში იტალიური გუნდი უკეთ ათამაშდა და 55-ე წუთზე კარლოს ტევესის დარტყმულს ალვარო მორატამ დაამატა - 1:1.

68-ე წუთზე ლეო მესის დარტყმული ვერ შეიმაგრა ჯანლუიჯი ბუფონმა და დამატებაზე ლუის სუარესმა იყოჩაღა - 2:1.

ბოლო წუთები "იუვენტუსმა" შეტევაში გაატარა, მაგრამ მე-7 დამატებულ წუთზე ლუის ენრიკეს გუნდმა აქეთ გაიტანა - თავი ნეიმარმა გამოიჩინა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა. ამგვარადა 11 აგვისტოს უეფას ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს ესპანური გუნდები დაუპირისპირდებიან, "ბარსელონა" და "სევილია".

www.sportall.ge

იხილეთ ასევე: ანდრეა პირლოს ცრემლები ჩემპიონთა ლიგაში საკუთარი გუნდის წაგების შემდეგ