loader

დისკვალიფიკაცია ქართველ მოჭიდავეს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჭიდაობის დროს იჩხუბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დისკვალიფიკაცია ქართველ მოჭიდავეს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჭიდაობის დროს იჩხუბა

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

ინციდენტი 57 კგ წონით კატეგორიაში მიმდინარე ნახევარფინალური შეხვედრის დროს მოხდა, რომელშიც ქართველი ფალავანი ბელორუს ვლადისლავ ანდრეევს ეპაექრებოდა. ანგარიში 2:1 იყო ბელორუსის სასარგებლოდ, რის შემდეგაც მოჭიდავეებს ნერვებმა უმტყუნა და ჭიდაობა ჩხუბში გადაიზარდა. არბიტრებმა სპორტსმენები ხალიჩიდან გააძევეს და ორივეს წაგება ჩაუთვალეს. მსაჯთა გადაწყვეტილებით, ორივე მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მიესაჯა და შესაბამისად, ნახევარფინალში ის ფალავნები გავიდნენ, რომლებიც მათ 1/4-ფინალში დაამარცხეს.