loader

48 საათი! - უეფას ულტიმატუმი biletebi.ge-ს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

48 საათი! - უეფას ულტიმატუმი biletebi.ge-ს

უეფამ biletebi.ge-ს პრობლემის აღმოსახვრელად 48 საათი მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში სუპერთასის ბილეთები არ გაიყიდება. სიჭინავას განმარტებით, 25 ივნისს 17:30 საათზე იქნება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა biletebi.ge-მ პრობლემები.

სიჭინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა "ბე"-ზე, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ რას ითვალისწინებს გეგმა "ბ".