loader

ფოტოს ტყუილად აკვირდებით, ამ გოგონას პროფესიას ერთი შეხედვით ვერაფრით გამოიცნობთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტოს ტყუილად აკვირდებით, ამ გოგონას პროფესიას ერთი შეხედვით ვერაფრით გამოიცნობთ

გაიცანით, ეს 21 წლის პეიჯ ვანზანტია, რომელიც ერთი შეხედვით, თანატოლი გოგონებივით ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ პეიჯი კულინარიულ კოლეჯში სწავლობდა და იტალიური სამზარეულოს კერძების ოსტატია... თავისუფალ დროს აქტიურად ატარებს. უპირატესობას ველოსიპედით სეირნობას, მუსიკის მოსმენას და სერიალების ყურებას ანიჭებს. მოკლედ, ყველაფერი ისე აქვს, როგორც სხვა გოგონებს, გარდა პროფესიული საქმიანობისა...

2 წლის წინ პეიჯის დებიუტი შედგა შერეულ ორთაბრძოლა ММА-ში. მას შემდეგ გოგონამ 6 შეჯიბრება ჩაატარა, რომელთაგან ხუთში გაიმარჯვა. პეიჯი UFC-ის რეიტინგში 52 კილოგრამამდე ქალ მებრძოლებს შორის მე-7 ადგილს იკავებს. იგი ბევრს ვარჯიშობს და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობს. მიუხედავად წარმატებისა, გოგონა ММА-ში დიდხანს დარჩენას არ აპირებს, ოჯახსა და ბავშვებზე ოცნებობს.