loader

ამირან პაპინაშვილმა ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამირან პაპინაშვილმა ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

25 ივნისს ბაქოს I ევროპულ თამაშებში ძიუდოისტები ჩაებნენ. 60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი გამოდიოდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პაპინაშვილი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა.

ამირანმა იპონით იმარჯვა და საქართველოს თამაშებზე მე-11 მედალი მოუპოვა. საქართველოს გუნდს ბაქოში 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო აქვს მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტებისთვის ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატიცაა და პაპინაშვილმა მესამე ადგილით 160 სარეიტინგო ქულაც მიიმატა.