loader

ვალერი ლიპარტელიანის ვერცხლი ბაქოდან - ძიუდოისტი ფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი ლიპარტელიანის ვერცხლი ბაქოდან - ძიუდოისტი ფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებში საქართველოს დელეგაციას მეხუთე ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა ტურნირის ფინალში ლიპარტელიანი რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანი ერთადერთი ძიუდოისტია ევროპაში, რომელსაც კონტინენტის ბოლო 7 ჩემპიონატზე ამდენივე მედალი აქვს მოპოვებული. მის ანგარიშზე ევროპული 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ბექა ღვინიაშვილმა, რომელიც საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისთან, იმავე ჯარჯი ზვიადაურთან დამარცხდა.

ასევე იხილეთ: ორი ქართველის შერკინება ბაქოში - ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში

ავთანდილ ჭრიკიშვილმა საქართველოს ბაქოში პირველი ოქროს მედალი მოუტანა - უმძიმესი მატჩი რუს მეტოქესთან