loader

როგორ გაიყიდება ბილეთები biletebi.ge-ზე - ვიდეოინსტრუქცია ფეხბურთის ფედერაციისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაიყიდება ბილეთები biletebi.ge-ზე - ვიდეოინსტრუქცია ფეხბურთის ფედერაციისგან

უეფა-ს გადაწყვეტილებით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 30 ივნისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციის მიერ მომზადდა ვიდეოინსტრუქცია, სადაც მოყვანილია ყველა ის წესი, როგორ უნდა მოხდეს ბილეთის შეძენა. biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, ბილეთები რიგითობით გაიყიდება. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.