loader

ილჰამ ალიევმა მაყურებლებს სთხოვა, სომეხი სპორტსმენისთვის დაჯილდოვების დროს არ ესტვინათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილჰამ ალიევმა მაყურებლებს სთხოვა, სომეხი სპორტსმენისთვის დაჯილდოვების დროს არ ესტვინათ

ბაქოში, 91 კმ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ევროპული თამაშების პრიზიორი მოკრივეების დაჯილდოვების ცერემონიის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მაყურებლებს სთხოვა, სომეხი სპორტსმენისთვის არ ესტვინათ. პრეზიდენტმა სპორტსმენებს მედლები გადასცა.

პრიზიორებს შორის იყო წარმოშობით სომეხი უკრაინელი მოკრივე გევორქ მანუკიანი. როდესაც დაჯილდოვების დროს დარბაზში მანუკიანის სახელი გამოცხადდა, ტრიბუნებიდან გუგუნი გაისმა. ილჰამ ალიევმა ჟესტით სთხოვა მაყურებლებს მოკრივესთვის არ ესტვინათ, რის შემდეგაც დარბაზმა უკრაინელ სპორტსმენს ტაში დაუკრა.