loader

ვიდეოინსტრუქცია: როგორ უნდა შეიძინოთ უეფას სუპერთასის ბილეთები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოინსტრუქცია: როგორ უნდა შეიძინოთ უეფას სუპერთასის ბილეთები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ვიდეოინსტრუქცია გაავრცელა. როგორც ცნობილია, "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის უეფას სუპერთასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, დილის ცხრა საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში მოხდება. გულშემატკივრები უნდა შეიკრიბონ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ახლოს მდებარე ვაკის პარკში, სადაც 50-კაციან ჯგუფებად, სპეციალურად გაკეთებული ბილიკით გაემართებიან სტადიონისაკენ. გულშემატკივართა შეკრების ადგილი უზრუნველყოფილი იქნება უფასო წყლითა და ბიოტუალეტებით. წესრიგს უსაფრთხოების სამსახურისა და პატრულის თანამშრომლები დაიცავენ.

უეფას სუპერთასი 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.