loader

აზერბაიჯანელთა შურისძიება: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელთა შურისძიება: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"

ივლისს, თბილისის "დინამომ" უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" პირველი მატჩი გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

თუმცა, ყველაფერი ამით არ ამოიწურა და ინციდენტი მოხდა "დინამო არენაზე" ტრიბუნაზე გამოფენილი ბანერის გამო, სადაც ეწერა: "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი. 1921". "გაბალას" გულშემატკივრებმა ერთი კვირის შემდეგ შური იძიეს და "გაბალა"-"დინამოს" საპასუხო მატჩის დროს საპასუხო პლაკატი გამოფინეს, წარწერით: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა".

9 ივლისს გამართულ მატჩში "გაბალამ" თბილისის "დინამო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაზე გავიდა.

www.sportall.ge

იხილეთ ასევე: ათკაციანმა თბილისის "დინამომ" დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანული "გაბალა" დაამარცხა