loader

იკერ კასილიასმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ცრემლი ვერ შეიკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იკერ კასილიასმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ცრემლი ვერ შეიკავა

ადრიდის "რეალის" ლეგენდამ იკერ კასილიასმა კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:
"მადლობა, რომ მობრძანდით და ამ განსაკუთრებულ დღეს ჩემთან ერთად ხართ. მინდა დავემშვიდობო ყველას, ვინც "რეალს" გულშემატკივრობს."პორტოში" მივდივარ იმ იმედით, რომ ეს ჩემი ბედისწერაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ არავინ დავაღალატო.

25 წლის შემდეგ დადგა ეს რთული დღე - დღე, როცა მე კლუბს ვემშვიდობები, რომელმაც ყველაფერი მომცა.
ვგრძნობდი, რომ კლუბში ვუყვარდი კარდ და რთულ დღეებშიც. ამ კლუბში გავიზარდე და აქაურ ფასეულობებს ვეყრდნობოდი.

მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ კარგ ადამიანად დავამხსოვრდები გულშემატკივრებს. სადაც არ უნდა გადავიდე, ყოველთვის გავიმეორებ: Hala Madrid!", - თქვა კასილიასმა.

www.sportall.ge