loader

კიდევ ერთი ოქროსმედალოსანი ძიუდოისტი გოგონა! - ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ოქროსმედალოსანი ძიუდოისტი გოგონა! - ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ევროპის ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელ ანა დაბროვსკას იპონით მოუგო და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი გახდა.

დღეს კიდევ ერთი ოქრო საქართველოს ასევე ძიუდოისტმა მზია ბებოშვილმა მოუტანა. ამ დროისთვის, ქართველ სპორტსმენებს 3 ოქრო და 4 ბრინჯაო აქვთ მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ყველა მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.

ასევე იხილეთ: ქართველი ძიუდოისტის არნახული იპონი - მზია ბებოშვილმა მეტოქე 9 წამში დაამარცხა