loader

"ბარსა" თბილისისკენ მოემგზავრება - ვიდეო კლუბის "ტვიტერის" გვერდიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბარსა" თბილისისკენ მოემგზავრება - ვიდეო კლუბის "ტვიტერის" გვერდიდან

"ბარსა" თბილისისკენ მოემგზავრება. კლუბის "ტვიტერის" გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელზეც ფეხბურთელები ბორტზე ასვლამდე არიან გადაღებულნი. კლუბი თბილისში 15:30 საათზე ჩამოვა. "ბარსა" თბილისში სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდება. 10 აგვისტოს "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში "ბარსელონა" მატჩისწინა პრესკონფერენციას 20:15 საათზე გამართავს, ხოლო 21:00 საათზე ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს "დინამო არენაზე", უეფას სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ ეთერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.