loader

სიმულანტმა მოკრივემ მეტოქეს თავი "აცემინა" და ტიტული დაუთმო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმულანტმა მოკრივემ მეტოქეს თავი "აცემინა" და ტიტული დაუთმო

არგენტინელი მოკრივე მარკოს მარტინესი დომინიკელ ბრაულიო როდრიგესისთვის ბრძოლის ჩაბარებაში გამოიჭირეს. YouTube-ზე გამოქვეყნებული შერკინების ვიდეორგოლი, რომელიც 8 აგვისტოს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა, 1,5 მლნ ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

ბრძოლა მეორე რაუნდში როდრიგესის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. არგენტინელი რინგზე დავარდა, შემდეგ კი საკუთარი კარისკენ წაბარბაცდა. მაგრამ ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანს, რომ მარტინესს დომინიკელი მოკრივის ოთხი დარტყმიდან არც ერთი თავში არ მოხვედრია. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა სატიტულო სტატუსს ატარებდა - სასწორზე მსოფლიო საკრივო საბჭოს ვერსიით ლათინური ამერიკის დროებითი ჩემპიონის ქამარი იდო.