loader

ფეხბურთელმა ქალებმა მინდორზე სასტიკი ცემა-ტყეპა მოაწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელმა ქალებმა მინდორზე სასტიკი ცემა-ტყეპა მოაწყვეს

ქალების გუნდებს შორის ეკვადორის ჩემპიონატის თამაში კლუბებს - "კოტოპაკსსა" და "ესმერალდასს" შორის ჩხუბით დასრულდა. ინციდენტი შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც ანგარიშით 3:2 "კოტოპაკსის" სასარგებლოდ დასრულდა.

წაგებული გუნდის ფეხბურთელებმა მსაჯებს პრეტენზიები წაუყენეს. "ესმერალდასის" რამდენიმე ფეხბურთელი მსაჯს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს დაესხა თავს. ამის შემდეგ გულშემატკივრებისკენ ნივთების სროლა დაიწყეს. სპორტსმენების დამშვიდება გუნდების თანამშრომლებმა შეძლეს, რადგან პოლიცია სტადიონზე არ იყო.