loader

მოკრივემ მეტოქის შეყვარებულს მის თვალწინ უკანალზე "მოუთათუნა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკრივემ მეტოქის შეყვარებულს მის თვალწინ უკანალზე "მოუთათუნა"

29 აგვისტოს კალიფორნიის შტატში მოკრივეები - რიკარდო მაიორგა და შეინ მოსლი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ინციდენტი მოხდა. როდესაც მოკრივეები ერთმანეთის წინ ტრადიციულ "მზერის დუელზე" დადგნენ, მათ შორის მდგარი მოსლის მეგობარი გოგონა მაიორგეს წინ ზურგით დაიხარა. მაიორგამ კი გოგონას საჯდომზე ხელი მიარტყა, რის შემდეგაც ჩხუბი ატყდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა სპორტსმენები გააშველეს.

მოგვიანებით, ნიკარაგუელმა მოკრივემ რიკარდო მაიორგამ აღიარა, რომ მეტოქის შეყვარებულს ბრძოლის რეკლამისთვის მიარტყა ხელი საჯდომზე. "ამის გაკეთება პოპულარიზაციისთვის მთხოვეს. ყველაფერი ეს შოუა. რას იტყვით 25 000 დოლარზე იმისთვის, რომ მას კიდევ ერთხელ დავარტყა?" - თქვა მაიორგამ.