loader

ორი ქართველის შერკინება მსოფლიო ჩემპიონატზე - ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი ქართველის შერკინება მსოფლიო ჩემპიონატზე - ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

28 აგვისტოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბექა ღვინიაშვილი ვაზარ-იპონით დაამარცხა.

თანამემამულესთან შეხვედრამდე ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთკორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო და შემდეგ სანუგეშო ტურნირში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა.

ლიპარტელიანმა ტურნირზე საწყის შეხვედრებში არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.

ნახევარფინალამდე ღვინიაშვილმა სუფთად უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბაკერს გაუმკლავდა.