loader

საქართველომ ხორვატიას მისი 8 ათასი ქომაგის თვალწინ მოუგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველომ ხორვატიას მისი 8 ათასი ქომაგის თვალწინ მოუგო

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ხორვატია 13 ქულიანი სხვაობით, 71:58 დაამარცხა.
იგორ კოკოშკოვის გუნდმა მეტოქე 13 ქულიანი სხვაობით გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ორი მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება, რაც 1/8 ფინალში გადასვლისთვის საკმარისია.
ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო შესაძლოა მერვედფინალში ვერ გავიდეს, არის ის, რომ ჰოლანდიამ საბერძნეთი დაამარცხოს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.