loader

რა უპასუხა სერენა უილიამსმა რეპორტიორს, რომელმაც ჰკითხა, თუ რატომ არ იღიმება გამარჯვების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უპასუხა სერენა უილიამსმა რეპორტიორს, რომელმაც ჰკითხა, თუ რატომ არ იღიმება გამარჯვების შემდეგ

სერენა უილიამსმა U.S. Open დის, ვენუს უილიამსის დამარცხების შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი ჟურნალისტმა სპორტსმენს შემდეგი კითხვით მიმართა: "სულ ცოტა ხნის წინ თამაში მოიგეთ. წესით როდესაც იგებთ, სულ იღიმით. დღეს რა მოხდა? ასე იმიტომ ხართ, რომ ვენუსს მოუგეთ, თუ იმაზე ფიქრობთ, რა იქნება მომავალში? რა მოხდა?" სერენამ რეპორტიოს შემდეგნაირად უპასუხა: "23:30 წუთია. სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა აქ ვიყო. უბრალოდ, მინდა საწოლში ვიწვე, თან დილით ვარჯიში მაქვს და არ მინდა ამ კითხვებს გავცე პასუხი. სულ ერთი და იგივე კითხვებს მისვამთ. ეს სულაც არ არის სასიამოვნო".