loader

ილია ზედგენიძე რაგბის 20 ლეგენდას შორის - მსოფლიოს თასის გრანდიოზული გახსნის ცერემონია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია ზედგენიძე რაგბის 20 ლეგენდას შორის - მსოფლიოს თასის გრანდიოზული გახსნის ცერემონია

2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბიში, 18 სექტემბერს ინგლისში საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც პლანეტის საუკეთესო ნაკრების გამოსავლენად ისტორიაში მერვედ ტარდება.

ტურნირს, რომელშიც მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები, მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდი იბრძოლებს, ინგლისი 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. ხუთგუნდიანი ჯგუფებიდან 1/4-ფინალში ასპარეზობას 2-2 საუკეთესო გააგრძელებს.

ლონდონში, "ტვიკენჰემის" 82-ათასიან სტადიონზე გამართულ გახსნის ცერემონიალზე, რომელც წინ უსწრებდა მასპინძელი ინგლისისა და ფიჯის შეხვედრას, მსოფლიო რაგბის 20 ლეგენდას შორის წარსულში ცნობილი ქართველი მორაგბე, ამჟამად ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი ილია ზედგენიძეც წარსდგა.

ზედგინიძემ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 2003, 2007 და 2011 წლებში. ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 65 ქულა მოუტანა. ამჟამად ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

www.sportall.ge

View the English version on Georgian Journal:

A famous Georgian player announced among 20 legends at Rugby World Cup opening ceremony