loader

"ჩვენ ვართ მე-16" - ამერიკის საელჩომ ”ბორჯღალოსნების” მხარდასაჭერად ვიდეო გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ვართ მე-16" - ამერიკის საელჩომ ”ბორჯღალოსნების” მხარდასაჭერად ვიდეო გაავრცელა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე შეხვედრას არგენტინის წინააღმდეგ მართავს.

უკვე რამდენიმე დღეა ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში "ბორჯღალოსნების" მხარდასაჭერად ფანების აქცია მიმდინარეობს.

ქართველი მორაგბეების გასამხნევებლად საქართველოში ამერიკის საელჩოც ჩაერთო. მათ ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეო წარწერით "დღეს ჩვენც ვართ მე-16! / Today we are the 16th man, too!". ვიდეოში ისმის შეძახილი: "ჩვენ ვართ მე-16".