loader

რა რეაქცია ჰქონდა მესის, როდესაც რონალდოზე გადაღებული ფილმი აჩვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რეაქცია ჰქონდა მესის, როდესაც რონალდოზე გადაღებული ფილმი აჩვენეს

youtube-ის არხმა The Football Republic-მა ვიდეო განათავსა, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი პორტუგალიელ მეტოქეზე, კრიშტიანო რონალდოზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმის RONALDO-ს თრეილერს უყურებს.

ფილმის თრეილერის ერთ-ერთ მონაკვეთში რონალდო ამბობს: "ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, მე!" ამ კომენტარზე მესი ცინიკურად იღიმება და ამბობს: "რა თქმა უნდა, შენ ხარ, მეგობარო". პორტუგალიელი ფეხბურთელის დედის კომენტარზე, რომ მან შვილი 12 წლის ასაკში გაგზავნა ლისაბონში და ჰქონდა შეგრძნება, თითქოს იგი მიატოვა, მესი ამბობს: "ღმერთო... 13 წლის ასაკში ნახევარი მსოფლიო შემოვლილი მქონდა... მაგრამ ამაზე არ მიტირია".

თუმცა, ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ ესპანური ტექსტი და თარგმანი ერთმანეთს არ შეესაბამება. მესი სინამდვილეში 2014 წლის ფიფას მსოფლიო თასის თამაშებს აფასებს და მის კომენტარებს არაფერი აქვს საერთო სუბტიტრებთან.

იხილეთ: დოკუმენტური ფილმი კრიშტიანო რონალდოზე - ფეხბურთელის ცხოვრება მოედანს მიღმა