loader

მამუკა გორგოძის რეაქცია, როცა ზელანდიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა გორგოძის რეაქცია, როცა ზელანდიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის მე-3 ტურში ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 10:43 დამარცხდა. ეს "ბორჯღალოსანთა" პირველი დაპირისპირება იყო მსოფლიოს რეიტინგში ნომერ პირველ ნაკრებთან.

მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ვიდეო, რომელზეც სწორედ ეს მომენტია ასახული რაგბის მსოფლიო თასის ფეისბუქის გვერდზე Rugby World Cup-ზე გავრცელდა: "დიახ მამუკა, შენ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხარ! მაყურებლის ფავორიტი ქართველი მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებისთვის მადლიერებას გამოხატავს" - ვკითხულობთ მინაწერში.

"დიდებული მატჩი, დიდებული კაცი!"; "ნამდვილად დაიმსახურა! დიდი პატივისცემა გერმანიიდან ამ კაცს"; "სწორი არჩევანია და მისი რეაქცია არაჩვეულებრივი, როგორი თავმდაბალია"; "საქართველომ აჩვენა საუკეთესო მატჩი, რაც ამ მსოფლიო თასზე აქამდე მინახავს" - ასეთ კომენტარებს წერენ უცხოელი გულშემატკივრები ვიდეოზე.

View the English version on Georgian Journal: Georgian Lion Mamuka Gorgodze named Man of the Match at Rugby World Cup 2015

ასევე იხილეთ:

ის, რაც უნდა გააკეთოს კაპიტანმა - მამუკა გორგოძის პირველი ლელო!

ახალზელანდიელი მორაგბეების ცნობილი ჰაკა და ქართველი "ბორჯღალოსნების" რეაქცია

ისტორიული ლელოს ავტორის და "ბორჯღალოსნების" ემოციები მატჩის შემდეგ: "მეგონა მსაჯი დაუსტვენდა რომ გავრბოდი"