loader

"მე ჩემ ძმას ვუჭერ მხარს, შენ ვის დავალებას ასრულებ?" - შელაპარაკება შოთა არველაძეს და კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ჩემ ძმას ვუჭერ მხარს, შენ ვის დავალებას ასრულებ?" - შელაპარაკება შოთა არველაძეს და კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან შეკრებილებს და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძის ძმას, შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

არველაძე სასტუმროს შენობიდან ცოტა ხნით გავიდა ჟურნალისტებთან გასაუბრების მიზნით, თუმცა იგი პოლემიკაში შევიდა აქციის მონაწილეებთან. არველაძემ ორგანიზაცია "სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავენ მიმართა შეკითხვით: ვის დავალებებს ასრულებენ. ასევე, მან მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ", - მიმართა არველაძემ მედიის წარმომადგენლებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას გამოეხმაურა და უთხრა, რომ "როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".
შოთა არველაძემ რამდენიმე წუთიანი პოლემიკის შემდეგ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა.

იხილეთ:

"ფეხბურთის ქვეყანაში, ფეხბურთი შეაძულეს ხალხს" - ლევან კობიაშვილის მხარდამჭერების ხმაურიანი აქცია

"ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს ქართულ ფეხბურთს" - რეზი არველაძის ოჯახი და მხარდამჭერები "ჰოლიდეი ინნ"-თან