loader

ლევან კობიაშვილი პრეზიდენტია - აცრემლებული ფეხბურთელი და რეზი არველაძის მილოცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან კობიაშვილი პრეზიდენტია - აცრემლებული ფეხბურთელი და რეზი არველაძის მილოცვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა - რევაზ არველაძეს. კიდევ ერთ კანდიდატ მამუკა კვარაცხელიას კი - არც ერთმა.

"ჰოლიდეი ინნ"-ში და მის მიმდებარე ტერირიაზე დილიდან დაძაბული ვითარება იყო. სასტუმროსთან მიმდინარეობდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერი აქციები. რამდენჯერმე მოხდა არველაძისა და კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

დღის გამნავლობაში კამათობდნენ ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტზე. გობეჯიშვილი, რომელიც გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და იგი სხვა დელეგატმა შეცვალა.