loader

გიორგი ჭანტურიას უგოლესი გოლი - ქართველის დიდებული დებიუტი გერმანიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ჭანტურიას უგოლესი გოლი - ქართველის დიდებული დებიუტი გერმანიაში

გიორგი ჭანტურიას გერმანული "დუისბურგის" შემადგენლობაში დიდებული დებიუტი ჰქონდა. "ზებრებმა" 1:0 მოუგეს "პადერბორნს". ეს ერთადერთი გოლი 22 წლის ქართველმა შემტევმა 81-ე წუთზე გაიტანა. ეს იყო "დუისბურგის" პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

ჭანტურია მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო საქმეში და გოლამდე, 71-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო. ათ წუთში კი მოხდა მთავარი - ჭანტურიამ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, ოსტატურად გათავისუფლდა მეურვისგან, იქვე ცრუ მოძრაობით მეორე მცველიც ჩამოიცილა და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

www.sportall.ge