loader

როგორ თამაშობენ მინისტრები რაგბის - ამხანაგური მატჩი ვეტერან მორაგბეებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ თამაშობენ მინისტრები რაგბის - ამხანაგური მატჩი ვეტერან მორაგბეებთან

შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ამხანაგური მატჩი "მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის" გაიმართა. მატჩი მსოფლიოს თასზე მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად გაიმართა და მასში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მონაწილეობდნენ. ასევე, ამხანაგურ თამაშში მონაწილეობდნენ ვეტერანი მორაგბეები და სამინისტროების სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
თამაშის დაწყებამდე ანსამბლმა "სუხიშვილები" საკონცერტო ნომერი შეასრულა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი