loader

"ისტორიული დღეა... ვარ გახარებული და თან გულდაწყვეტილი" - მამუკა გორგოძე ნამიბიასთან მატჩის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისტორიული დღეა... ვარ გახარებული და თან გულდაწყვეტილი" - მამუკა გორგოძე ნამიბიასთან მატჩის შემდეგ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ნამიბია ანგარიშით 17:16 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის გუნდმა ამ გამარჯვებით 8 ქულა მოაგროვა და ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ახალი ზელანდიისა და ტონგას ნაკრებების დაპირისპირების შედეგზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა "ბორჯღალოსნები" ამ ადგილს და, შესაბამისად, მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს. იმ შემთხვევაში, თუ ტონგა ახალ ზელანდიას 9 ოქტომბერს დაამარცხებს, საქართველოს გადაასწრებს და მესამეადგილოსანი სწორედ ის გახდება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ტონგა დაამარცხა, შემდეგ არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, ხოლო უკანასკნელ შეხვედრაში ნამიბიას სძლია. ქართველთაგან ქულები მამუკა გორგოძემ (ლელო), ლაშა მალაღურაძემ (ლელო) და მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვეს (2 გარდასახვა, 1 ჯარიმა).

ავტორი: ბესო ჯანგავაძე

ასევე იხილეთ: ასე გააცილეს დავით ზირაქიშვილი "ბორჯღალოსნებმა" დიდი რაგბიდან