loader

მინისტრებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ფეხბურთი ითამაშეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინისტრებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ფეხბურთი ითამაშეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მოადგილეები, ასევე, დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელები - გიორგი ნემსაძე და ზაზა ზამთარაძე.