loader

რა უქნა სერენა უილიამსმა მამაკაცს, რომელმაც რესტორანში მისი ტელეფონი მოიპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უქნა სერენა უილიამსმა მამაკაცს, რომელმაც რესტორანში მისი ტელეფონი მოიპარა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი სან ფრანსისკოს რესტორანში იმყოფებოდა და მეგობარს, Reddit-ის დამფუძნებელ ალექსის ოჰანიონს ხვდებოდა, როდესაც მოულოდნელად შეამჩნია, რომ მისი მობილური ტელეფონი მოიპარეს. სერენა მაშინვე წამოხტა სკამიდან და ქურდს დაედევნა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი ამ შემთხვევაში სერენა იყო, მან ქურდს თავაზიანად ჰკითხა, "შემთხვევით" სხვისი ტელეფონი ხომ არ აიღო. დამნაშავე ასეთ რამეს არ ელოდა და დაბნეულმა აღიარა, რომ შესაძლოა, მართლაც ასე მოხდა. უილიამსმა მას მადლობა გადაუხადა, ტელეფონი გამოართვა და რესტორანში დაბრუნდა.