loader

მსოფლიო რაგბის ლეგენდა ჯონა ლომუ გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიო რაგბის ლეგენდა ჯონა ლომუ გარდაიცვალა

მსოფლიოს რაგბის ვარსკვლავი ჯონა ლომუ გარდაიცვალა. მისი დაღუპვის ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა, ცნობილია, რომ მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. როგორც ამბობენ. ბოლო 10 წელი დიალიზზე იყო. 2004 წელს 1 თირკმელი გადაუნერგეს... დონორი მისი ერთ-ერთი ფანი იყო.

მისი სანაკრებო დებიუტი 1994 წელს შედგა, როდესაც ის 19 წლის იყო. ახალ ზელანდიაში 19 წლის მოთამაშის All black-სის რიგებში მოხვედრა წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა, კარიერა ძალიან ცოტა ხანს - 9 წელს გაგრძელდა, მიზეზი – თირკმელის დაავადება. გამოჩენისთანავე მასზე ნადირობა დაიწყეს. უნდოდათ დიდი ფულის სანაცვლოდ ამერიკული ფეხბურთის ნაციონალურ ლიგაში გადაებირებინათ, იყო მცდელობა ინგლისის პრემიერლიგაში გადაეყვანათ, მაგრამ ჯონა ლომუ თავისი ნაკრების ერთგული დარჩა და ამით ყველამ მოიგო, უპირველეს ყოვლისა რაგბის მოყვარულებმა.

დიდწილად სწორედ ლომუს დამსახურებაა რაგბის პოპულარობა. ის იყო რაგბის პირველი ვარსკვლავი, რომელმაც მასებამდე მიაღწია.

ვრცლად ჯონა ლომუს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მასალა ambebi.ge-ზე