loader

ქუთაისში მაყურებელსა და "დინამოს" კალათბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში მაყურებელსა და "დინამოს" კალათბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთის მატჩის დროს, თბილისის "დინამოს" კალათბურთელებსა და მაყურებელს შორის დაპირისპირება მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, მატჩის მიმდინარეობის დროს, თბილისის ”დინამოს" კალათბურთელის შეძახილი ქუთაისელმა მაყურებლებმა შეურაცხყოფად მიიღეს, რის გამოც სპორტსმენსა და მაყურებელს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, პოლიციელებმა სიტუაციის განმუხტვა მაშინვე შეძლეს. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პორტალი kutaisitoday.com ინციდენტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.