loader

ვიქტორ კოლელიშვილი მსაჯზე თავდასხმისთვის დაისაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიქტორ კოლელიშვილი მსაჯზე თავდასხმისთვის დაისაჯა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინციდენტი გასულ უქმეებზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩისას მოხდა. "კლერმონისა" და უელსური "ოსფრიზის" დაპირისპირებისას კოლელიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა.

ვიქტორ კოლელიშვილმა ჯერ მსაჯი მოიშორა ხელის კვრით, შემდეგ კი მეტოქეს სცემა.

მატჩის ოფიციალურ პირზე თავდასხმა კი სადისციპლინო კოდექსით მკაცრად ისჯება. ფრანგულ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ "ვიტოს" 24 კვირით დასჯიდნენ, მაგრამ სადისციპლინო კომისია უფრო მოწყალე გამოდგა და ის 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამდენად, კოლელიშვილი 25 აპრილამდე ვერ ითამაშებს. კლუბში ის ცხრა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ხუთივე შეხვედრას გამოტოვებს.

www.sportall.ge