loader

"თავის მოგლეჯვას აპირებდა" - სახიფათო ბოჭვა და შეხლა-შემოხლა საქართველო-რუმინეთზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავის მოგლეჯვას აპირებდა" - სახიფათო ბოჭვა და შეხლა-შემოხლა საქართველო-რუმინეთზე

საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით 19:9 დასრულდა, მეორე ტაიმი კი - 38:9. მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა. მატჩის გამარჯვებულს ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც გადაეცა, რომელიც საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს ტრადიციულად თამაშდება. აქამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებმა ერთმანეთთან 19-ჯერ ითამაშეს. ათი მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, რვა რუმინელებმა და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.