loader

"რეალ"-"ბარსელონას" მატჩის ყველაზე ცხელი მომენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რეალ"-"ბარსელონას" მატჩის ყველაზე ცხელი მომენტები

2 აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, რომლის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი საკამათო იყო, როცა სერხიო რამოსმა, თითქოს, წესების დარღვევით შეაჩერა ლიონელ მესი, მაგრამ მსაჯმა არც ჯარიმა დანიშნა და არც პენალტი.

ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, ჟერარდ პიკემ ივან რაკიტიჩის მოწედებულ კუთხურს თავური შეახვედრა - 1:0. "რეალმა" 62-ე წუთზე გაათანაბრა - თავი მაკრატელა დარტყმით ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა - 1:1. 83-ე წუთზე "რეალი" 10 კაცის ამარა დარჩა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სერხიო რამოსმა. 85-ე წუთზე ათ-კაციანმა "რეალმა" გოლი გაიტანა, ბეილის ჩაწოდების შემდეგ რონალდომ დანი ალვეში მოატყუა და გაიტანა - 1:2.

ლუის ენრიკეს გუნდმა 39-მატჩაინი წაუგებელი სერია დაასრულა, "რეალი" "ბარსას" ახლა 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ატლეტიკო" - 6-ით. ზინედინ ზიდანმა კი მწვრთნელის რანგში სადებიუტო კლასიკო მოიგო.

www.sportall.ge