loader

საუდის არაბეთში მეკარე პირდაპირ მოედანზე გაკრიჭეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუდის არაბეთში მეკარე პირდაპირ მოედანზე გაკრიჭეს

საუდის არაბეთში მეკარე საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას, პირდაპირ მინდორზე გადაკრიჭეს. საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთის კლუბ "ალ-შაბაბის" მეკარეს მოედანზე გასვლას უკრძალავდნენ მანამ, სანამ ის "ექსცენტრული" და მუსლიმური ტრადიციისთვის შეუფერებელი ვარცხნილობისგან არ გათავისუფლდებოდა. ამის გამო მეკარეს ვარცხნილობის შეცვლა პირდაპირ მოედანზე, თამაშის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთის წინ მოუწია. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორი გაკვირვებულია მეკარე აბდულა მსაჯების გადაწყვეტილებით.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთი ცნობილია ისლამური ნორმების მკაცრი დაცვით. ახლახანს ქვეყანაში მოეწყო გამოსვლები მოთხოვნით, სპორტსმენებს აეკრძალოთ ექსტრავაგანტული ვარცხნილობების ტარება, რადგან, თავიანთ სპორტულ კუმირებს ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები ბაძავენ, - წერს ადგილობრივი მედია.