loader

"ღმერთო ჩემო!" - ლაშა ტალახაძემ რუსი კომენტატორები აღაფრთოვანა, ოქროს მედალიც მოიგო და ევროპული რეკორდიც დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღმერთო ჩემო!" - ლაშა ტალახაძემ რუსი კომენტატორები აღაფრთოვანა, ოქროს მედალიც მოიგო და ევროპული რეკორდიც დაამყარა

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ნორვეგიულ ფორდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონმა ტალახაძემ ფორდეში 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 463 კგ (ატაცში 212 კგ, აკვრაში 251 კგ) დააფიქსირა.

გარდა ამისა, ლაშამ ატაცში ევროპული რეკორდი დაამყარა, რაზეც "ევროსპორტის" რუსმა კომენტატორებმა ემოცია ვერ შეიკავეს და ქართველის შედეგით აღფრთოვანდნენ.