loader

ქართულ ჰიმნზე "ჩესტზე" დამდგარი რუსი ჯარისკაცები - ძიუოდისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ ჰიმნზე "ჩესტზე" დამდგარი რუსი ჯარისკაცები - ძიუოდისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი ძიუოდისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კოლინ ოატესს სძლია.
ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ბელარუსი დზმიტრი შერშანი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო, მან მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო. მანამდე კი მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა. იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ ელიოს მანზისთან დამარცხდა.

ასევე იხილეთ: ქევხიშვილის ემოციური შეძახილები მარგველაშვილის გამოსვლის დროს