loader

ქართული კალათბურთის მომავალი - "JR.NBA - GBF ლიგის" გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული კალათბურთის მომავალი - "JR.NBA - GBF ლიგის" გახსნა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიწყეს ტურნირი, სახელწოდებით "JR.NBA - GBF ლიგა", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.

NBA უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, რომელიც "დალას მავერიქსის" ღირსებას იცავს.

ტურნირი 2004-05 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის იმართება, როგორც ვაჟებით, ისე გოგონებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.

გთავაზობთ "JR.NBA - GBF ლიგის" გახსნის ვიდეოკოლაჟს, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

წყარო: superleague.ge