loader

ნოვაკმა კოლექცია შეავსო - სერბმა ჩოგბურთელმა "როლან გაროსის" ფინალში ენდი მარეი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოვაკმა კოლექცია შეავსო - სერბმა ჩოგბურთელმა "როლან გაროსის" ფინალში ენდი მარეი დაამარცხა

ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი მეშვიდედ ხვდებოდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. ორივენი საფრანგეთის ღია პირველობის პირველი ტიტულისთვის იბრძოდნენ. გარდა ამისა, სერბს შეეძლო მოეპოვებინა კარიერული და არაკალენდარული "დიდი სლემი", რაც "ღია ერაში" არც ერთ სპორტსმენს არ გაუკეთებია.

შეხვედრა სამი საათი და ხუთი წუთი გრძელდებოდა. ჯოკოვიჩმა 4 ეისი შეასრულა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ასევე, მის ანგარიშზე იყო 41 "ვინერსი" და 37 უნებლიე შეცდომა. მარეის ანგარიშზეა: 5 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა, 3 ბრეიკი, 23 "ვინერსი" და 38 უნებლიე შეცდომა. მატჩი საბოლოოდ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ, 3:6, 6:1, 6:2, 6:4 დასრულდა.